სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა » დროული ინფორმაცია სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა

სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
06-05-2026
262
Aa

თურქული მედიის ცნობით, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით, ფერდობიდან ჩამოცვენილმა უზარმაზარმა ლოდებმა მაგისტრალის ერთი ზოლი ჩახერგა.

მათივე ინფორმაციით, დიდი ზომის ლოდი სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ის დაზიანდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი და დაშავებულები არ მოჰყოლია.

თურქეთის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყერის შემდგომი ჩამოწოლის რისკი კვლავ არსებობს, რის გამოც მძღოლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ამ დროისთვის შესაბამისი სამსახური მაგისტრალის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

FACEBOOK კომენტარები