სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 30 ივნისის ღამეს ამოქმედდება

30-06-2024
712
Aa

ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, 30 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან.

ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 30 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

FACEBOOK კომენტარები