„რამდენიმე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია...“- ჰანტავირუსთან დაკავშირებით მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მიმართავს „რამდენიმე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია...“- ჰანტავირუსთან დაკავშირებით მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მიმართავს » დროული ინფორმაცია „რამდენიმე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია...“- ჰანტავირუსთან დაკავშირებით მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მიმართავს

„რამდენიმე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია...“- ჰანტავირუსთან დაკავშირებით მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მიმართავს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
09-05-2026
5 036
Aa

ჰანტავირუსთან დაკავშირებით, ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მიმართავს:

„ბევრი შეკითხვაა ჰანტავირუსთან დაკავშირებით კრუიზზე მომხდარი ეპიდაფეთქების და ლეტალური შემთხვევების გამო.

კრუიზმა MV Hondius მოგზაურობა დაიწყო არგენტინიდან და მასზე მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.

ჰანტავირუსით ინფიცირებული მგზავრებიდან 3 გარდაიცვალა (ორი ჰოლანდიელი და ერთი გერმანელი), რამდენიმე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ათეულობით მგზავრმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დატოვა გემი და შესაბამისად, ამ ქვეყნებში ამ ადამიანებზე ზედამხედველობა გახდა საჭირო.

ჰანტავირუსები მღრღნელების მიერ გავრცელებული ვირუსების ჯგუფია, რომლებსაც ადამიანებში მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. ადამიანები, როგორც წესი, ინფიცირდებიან ინფიცირებულ მღრღნელებთან, ძირითადად მათ ბიოლოგიურ სითხეებთან (შარდი, ფეკალიები, ნერწყვი) კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი ხანგრძლივია, შეიძლება 8 კვირამდე გაგრძელდეს.

ლეტალობის მაჩვენებელი 20-50%-ია. ჰანტავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიოპულმონური სინდრომი (HCPS) — მძიმე რესპირატორული დაავადება, რომლის დროსაც ლეტალობის მაჩვენებელი 50%-მდე აღწევს. ჰანტავირუსის კიდევ ერთი გართულებაა ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS).

ჰანტავირუსების ერთ-ერთი ქვეტიპი (Andes virus) შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადაეცეს. ეს ქვეტიპი არგენტინაში ცირკულირებს და რადგან კრუიზმა სტარტი სწორედ არგენტინაში აიღო, ეს შემთხვევაც ამ ქვეტიპით არის გამოწვეული.

ჰანტა არ არის ახალი ვირუსი. შემთხვევები ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა კონტინენტზე. ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ამ ინფექციის მიმართ და საყოველთაო შეშფოთება სწორედ კრუიზის ეპიდაფეთქებამ გამოიწვია“,- წერს მაია ბუწაშვილი.

FACEBOOK კომენტარები