"დღემდე ერთი სიტყვა არ დამიწერია აწ განსვენებულ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე" - რას წერს გიორგი კალანდია ილია II-ზე?
ისტორიკოსი გიორგი კალანდია ილია მეორესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
"დღემდე ერთი სიტყვა არ დამიწერია აწ განსვენებულ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე, ილია II-ზე.. ისტორიკოსი ვალდებულია ამა თუ იმ პირის შეფასების დროს გადამწყვეტ ისტორიულ მომენტს დაელოდოს!
დღეს ეს მომენტი მცხეთის საყდარზე დადგა და ილია II მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდა...დიახ, ისტორიისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ღვაწლი, მთავარია როგორი მემკვიდრეობით წარმოჩინდება შენი ნაღვაწი... ილია II-ის ნაამაგარს კი ყველანი ერთად დღეს მცხეთაში ვხედავთ!
როგორი შესაშური წესრიგით და სიმშვიდით ჩატარდა საეკლესიო კრება, როგორ ღირსეულად მოიქცნენ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარნი, როგორი სიწრფელე ასხივებდა ყოველი დელეგატის მზერაში, რაოდენ ამაღლებულ გარემოში გამოირჩა დიდებული ქართული ეკლესიის ახალი მწყემსთავარი..
სწორედ ამიტომაც ილია II ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს სამუდამოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აქსიოს! აქსიოს! აქსიოს! შიო III- ს წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენი დედა ეკლესიის სასახელოდ!" - წერს გიორგი კალანდია.



