"ივნისიდან მართვის უფლების მისაღებ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება" "ივნისიდან მართვის უფლების მისაღებ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება" » დროული ინფორმაცია "ივნისიდან მართვის უფლების მისაღებ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება"

"ივნისიდან მართვის უფლების მისაღებ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება"

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
15-05-2026
1 131
Aa

მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

"ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს" - ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, მძღოლობის კანდიდატებს, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული მინიჭებული 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სააგენტოს ცხელი ხაზის (1272) მეშვეობით შეუძლიათ დააფიქსირონ ინფორმაცია და ისარგებლონ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობით.

ამასთან, სააგენტო განმარტავს პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის წესებს, რომელიც ბოლო მცდელობიდან გასული დროის მიხედვით განისაზღვრება:

გეგმური ჯავშანი - ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე მეტი ვადა აქვთ გასული;

არაგეგმური ჯავშანი - ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე ნაკლები ვადა აქვთ გასული.



FACEBOOK კომენტარები