ვარსკვლავები "ჭკვიანი, ძალიან წარმატებული და თავდაჯერებული" - გაიცანით გიორგი მამარდაშვილის უმშვენიერესი მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი უფრო ახლოს

08-07-2024
859
Aa

2024 წლის მარტის შემდეგ ჩვენი ქვეყანა მოლოდინით ცხოვრობდა - ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დამარცხების შემდეგ თითქოს რაღაც დიდმა იმედმა გაიღვიძა და ყველა ერთი მიზნის გარშემო გავერთიანდით - ღირსეულად წარგვედგინა ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე. "წარგვედგინა" იმიტომ, რომ ეს არ იყო მხოლოდ მოედანზე გასვლისა და კარგი თამაშის გამოცდა, ეს ფეხბურთელებისა და ქომაგების ერთიანი, ერთი დიდი ბრძოლა იყო.  


ჯგუფიდან გასული და ესპანეთთან ღირსეულად დამარცხებული ნაკრები სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. ქართველმა ხალხმა მათ საოცარი დახვედრა მოუწყო,  ზეიმი კი ფეხბურთელებმა მეგობრების თანხლებით გააგრძელეს. საღამო სავსე იყო მხიარულებით, სიმღერით, გართობითა და ცეკვით.


სოციალურ ქსელში ბოლო დღეებია, ვირუსულად ვრცელდება ქართველი ფეხბურთელების ფოტოები, ვიდეოები თუ ამბები მათი ცხოვრების შესახებ. გამონაკლისი არც გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი არიან. დღეს სწორედ უმშვენიერესი ელენეს შესახებ მოგიყვებით.

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები