გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა » დროული ინფორმაცია გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა

გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
19-05-2026
1 168
Aa

მეცნიერებმა გამოავლინეს ორი ასაკობრივი ზღვარი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კვლევის ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები არიან.  ექსპერიმენტის მანძილზე მათ 108 ადამიანის 135 000-ზე მეტი ბიოლოგიური ელემენტი (ცილები, ლიპიდები, რნმ და მიკრობიომი) შეისწავლეს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ  დაბერების პროცესი ნელ-ნელა კი არ მიმდინარეობს, არამედ ორ კონკრეტულ ასაკში დრამატულ, მოლეკულურ ნახტომს აკეთებს.

აღმოჩნდა, რომ მოლეკულების 81% მკვეთრად იცვლება ორ ასაკობრივ ეტაპზე: პირველი ნახტომი - დაახლოებით 44 წლის ასაკშია, მეორე კი დაახლოებით 60 წლის ასაკში. 

ამ პერიოდში რადიკალურად იცვლება მოლეკულები, რომლებიც პასუხისმგებელია ცილების, კოფეინისა და ალკოჰოლის მეტაბოლიზმზე. ასევე იწყება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და კუნთების დისფუნქციასთან დაკავშირებული პირველი ძვრები.

სწორედ ამიტომ მეცნიერები გირჩევებ 40-იანი წლებიდან და 60-იანი წლების დასაწყისში კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და ცხოვრების წესს, რათა ორგანიზმს ამ დრამატული გარდატეხის პერიოდების გადალახვა გაუადვილდეს. 

FACEBOOK კომენტარები