SOS! "გაფრთხილება ყველას, ვინც პროდუქტს სუპერმარკეტებში ყიდულობთ, უკვე არაერთხელ შემექმნა პრობლემა" - სამომხმარებლო მაქინაცია, როგორ გვატყუებენ სუპერმარკეტებში?
ეს პოსტი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"უკვე არაერთხელ შემექმნა ძალიან უსიამოვნო პრობლემა. სალაროზე იმაზე მეტ პროდუქტს ატარებენ, ვიდრე რეალურად ვიყიდე. მაგალითად, ყიდულობ ერთ ცალ რძეს და ჩეკში გიტარებენ ორს.
იგივე შემთხვევა სხვა პროდუქტებზეც შემხვედრია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ გადახდის პროცესში პრაქტიკულად არ არსებობს ნორმალური კონტროლის შესაძლებლობა - ვერ ხედავ დეტალურად რა რაოდენობა და რა ფასი გაატარეს იმ მომენტში, როცა თანხას გახდევინებენ.
შემდეგ კი გაძლევენ პატარა, გაბლანდულ, წვრილი შრიფტით დაბეჭდილ ჩეკს და შენ თვითონ უნდა იდგე და არკვიო, სად რა მოგატყუეს ან რა “შეეშალათ”. როცა რიგია, ადამიანები ჩქარობენ და სალაროსთან დისკომფორტს ქმნიან, ბევრს არც აქვს საშუალება იქვე დეტალურად
გადაამოწმოს ყველაფერი. ზუსტად ამიტომ არის მსგავსი შეცდომები განსაკუთრებით პრობლემური. მომხმარებელი იძულებულია ყოველი ყიდვის შემდეგ დეტექტივივით ამოწმოს თითოეული ხაზი, რომ ზედმეტი თანხა არ ჰქონდეს გადახდილი. ყველას გირჩევთ: აუცილებლად
გადაამოწმეთ ჩეკი ადგილზე; სამწუხაროა, როცა ყოველდღიური საყიდლებიც კი სტრესთან, უნდობლობასთან და მუდმივ გადამოწმებასთან ასოცირდება. მომხმარებელი პატივისცემას, გამჭვირვალობას და სამართლიან მომსახურებას იმსახურებს," - ეს პოსტი სოციაურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
წყარო: palitravideo.ge



