ცნობილია ვის ამოიღებენ სოციალურად დაუცველი პირების ბაზიდან - დეტალები ცნობილია ვის ამოიღებენ სოციალურად დაუცველი პირების ბაზიდან - დეტალები » დროული ინფორმაცია ცნობილია ვის ამოიღებენ სოციალურად დაუცველი პირების ბაზიდან - დეტალები

ცნობილია ვის ამოიღებენ სოციალურად დაუცველი პირების ბაზიდან - დეტალები

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
24-05-2026
318
Aa

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარია.  დადგენილებას ხელი პრემიერმინისტრმა 7 მაისს მოაწერა.

ახალი დადგენილების მიხედვით, თუ ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ მიღებული ხელფასი (დასაბეგრი შემოსავალი) ბოლო 3 თვის განმავლობაში, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.“ 

ამასთან, დადგენილების მიხედვით, ბაზაში რეგისტრაცია ასევე შეუწყდებათ:

გარდაცვლილ პირებს.ოჯახის იმ წევრს, რომელსაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ დაუფიქსირდება ისეთი სტატუსი, რომელიც აღარ შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს.ამასთან, ეს წესი ვრცელდება იმ ოჯახებზეც, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული საშეღავათო პირობებით, მათ შორის, „პილოტური პროგრამით − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის“.ამასთან, გადამოწმება შეეხება იმ ოჯახებსაც, რომლებზეც პანდემიის პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული შეღავათები ვრცელდებოდა.

FACEBOOK კომენტარები