"საშინელი სანახავია... მთელ თბილისში ეს ხდება, ხალხს საერთოდ აღარ ერიდებიან" - რა გამოხმაურება მოჰყვა გელა დაიაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს? "საშინელი სანახავია... მთელ თბილისში ეს ხდება, ხალხს საერთოდ აღარ ერიდებიან" - რა გამოხმაურება მოჰყვა გელა დაიაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს? » დროული ინფორმაცია "საშინელი სანახავია... მთელ თბილისში ეს ხდება, ხალხს საერთოდ აღარ ერიდებიან" - რა გამოხმაურება მოჰყვა გელა დაიაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს?

"საშინელი სანახავია... მთელ თბილისში ეს ხდება, ხალხს საერთოდ აღარ ერიდებიან" - რა გამოხმაურება მოჰყვა გელა დაიაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს?

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
05-06-2026
7 807
Aa

"ეძებენ..." - პოეტ გელა დაიაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"მთავარია, ომი არ არის და ქექონ რა პრობლემაა... ნემსებიც ეყაროს ქუჩაში და გინების კორიანტელიც ისმოდეს სკოლის ეზოდან პატარა ბავშვების, სიგარეტის სუნით გაჟღენთილები რომ დადიან 4-5 კლასელი გოგო-ბიჭები ეგეც არაუშავს, მთავარია მშვიდობა! ასეთ მშვიდობას რა ვუთხარი...

სადაა პოლიცია? რუსთაველზე ტროტიარზე კი არ უნდა დასდევდნენ ხალხს და ამას თვალს არიდებდნენ...

მთელ თბილისში ეს ხდება, ხალხს საერთოდ აღარ ერიდებიან - სადარბაზოები, სკვერები, სკოლის და საბავშვო ბაღების წინ, ყველგან ეს ხდება... თბილისის კედლები აჭრელებულია მათი ინტერნეტ საიტის წარწერებით, სადაც შეგიძლიათ ნარკოტიკი გამოიწეროთ და კურიერს მიაქვს პირდაპირ სახლში ხაჭაპურის ან პიცის მაგივრად, ყუთში შეფუთული. ყოველ მეტრში კამერებია და გგონიათ პოლიციამ არ იცის რაც ხდება? ასეთ ჭაობში საქართველო 90-იან წლებში არ ყოფილა. პატარა ბიჭებით დაწყებული და მოხუცებით დამთავრებული ყველა ამ საქმეშია ჩართული. ესენი ყველა ნარკომანი კი არ არის, ზოგი კურიერია და საკმაოდ დიდ თანხას უხდიან... ხალხი დაასაქმა ამ მთავრობამ, სამუშაო ადგილები შექმნა...

ახლა ამას რომ უყურებ, ერთი ფრაზა მოგდის სამწუხაროდ ადამაინს თავში - ერი რომელსაც მომავალი არ აქვს...

ვინც იღებს, ის უნდა მისულიყო და შეეჩერებინა. ასე შორიდან სეირის ყურების მოთხოვნილებაა, ჩვენი ტრაგედია.

უკვე დღისით, მზისით, ბავშვები თამაშობენ, ისინი იქ რა დღეში არიან...

საშინელი სანახავია ამდენი გაუბედურებული, დეგრადირებული და განადგურებული ახალგაზრდა... ამათ შემყურე, მომავლის იმედი მიკვდება მე პირადად...

უნდა დავწერო ჩემი სათქმელი და არ გაბედოს დამიწეროს არავინ რამე უარყოფითი! ბოროტი, დასაჭერი და არა ადამიანები არიან, ვინც ნარკოტიკს ასე მალავს იქეთ, აქეთ... ახალგაზრდებს წამლავენ, სიცოცხლეს უსპობენ! მაგრამ თვითონ ახალგაზრდას რატომ არ ყოფნის გონება, ჭკუა, ნებისყოფა რომ არ გაეკაროს არანაირ ნარკოტიკს, წამალს, ტაბლეტებს? ახალგაზრდებო არ გაეკაროთ არანაირ საწამლავ ნარკოტიკებს! ნუ იღუპავთ თავს! იცხოვრეთ ჯანსაღად ღირსეულად! ბედნიერება და წინსვლა თქვენს ხელშია!

ზომბებად გადაიქცა ეს ხალხი. ასე როგოე წაიწყმიდეთ სული... ამდენი ნარკომანი, ამდენი მკვლელი დღეს ჩვენს ქვეყანაში... მკვლელობა უფრო ხშირია, ვიდრე ქურდობა. მოეგეთ გონს ხალხო, რატომ ღუპავთ თქვენ თავს და სხვასაც აუბედურებთ. ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო და ქართველი ერი" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.

FACEBOOK კომენტარები