გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მარკო რუბიოსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.
"რაც შეეხება რუბიოს ზარს: დიდი ანალიზი არ სჭირდება დასკვნას, რომ ის განპირობებული იყო ირანის ომის მეორე ფაზასთან დაკავშირებული ლოგისტიკური პრობლემებით.შესაბამისად, მაღალი ალბათობით, გამომდინარე იქიდან რომ რუსეთის მარწუხებში მყოფ ხელისუფლებას აშშ-სთან ამ კუთხით თანამშრომლობის “ფუფუნება” არ აქვს,
საუბრის რეალური შედეგი არა ურთიერთობების გაუმჯობესება, არამედ გაუარესება იქნება.ველოდები, ამგვარი შედეგის პირველივე სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, როგორ იტყვის კობახიძე, რომ რუბიო მისგან ირანთან მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა…" - წერს გია ხუხაშვილი.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



