"ოლიმპიადაზე დამატებით მოტივაციას ეს ადამიანი მაძლევდა" - ლაშა ბექაურის განცხადება
მოგეხსენებათ, პარიზის ოლიმპიადაზე 24 წლის ასაკში ლაშა ბექაურმა მოახერხა და ზედიზედ მეორედ იზეიმა ჩემპიონობა.
ქართველმა ძიუდოისტმა მოგვიანებით განმარტა, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში მას სტიმულს გიორგი ანწუხელიძე მატებდა.
"ამ ოლიმპიადაზე ჩემი დამატებითი მოტივაცია გიორგი ანწუხელიძე იყო და ვგრძნობდი, რომ ეს ადამიანი იმქვეყნიური სამყაროდან ძალიან დიდ ძალას მაძლევდა - ამას მთელი გულით ვამბობ.
როგორც ღმერთს ვთხვოდი და ყველა ჩვენ წინაპარს დახმარებას და გვერდში დგომას, ასევე ვთხოვდი გიორგი ანწუხელიძესაც, ქართველ გმირს", - განაცხადა ბექაურმა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული