შემზარავი რეალობაა...ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას - რას წერს ხატია დეკანოიძე შემზარავი რეალობაა...ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას - რას წერს ხატია დეკანოიძე » დროული ინფორმაცია შემზარავი რეალობაა...ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას - რას წერს ხატია დეკანოიძე

შემზარავი რეალობაა...ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას - რას წერს ხატია დეკანოიძე

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
07-06-2026
3 522
Aa

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ერთი სამართალდამცველის საეჭვო გარემოებაში გარდაცვალების შესახებ.

გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ეს ყველაფერი უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს. ჯერ ციხის უფროსი, შემდეგ სუსის თანამშრომლები.

ფაქტია, ადამიანები მძიმე სტრესის პირობებში არიან.

ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას.

ფაქტია, შემზარავი რეალობაა." - წერს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის,შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური დღეს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური მიმდინარე წლის 7 ივნისს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



FACEBOOK კომენტარები