"გუშინ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეწყდა, ხუთი ახალგაზრდა ადამიანის, რომლებსაც უამრავი გეგმა, ოცნება და წინ გასავლელი გზა ჰქონდათ, ცხოვრება ეჩქარებოდათ" - ავტოავარიაში დაღუპულებს მეგობრები ემშვიდობებიან "გუშინ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეწყდა, ხუთი ახალგაზრდა ადამიანის, რომლებსაც უამრავი გეგმა, ოცნება და წინ გასავლელი გზა ჰქონდათ, ცხოვრება ეჩქარებოდათ" - ავტოავარიაში დაღუპულებს მეგობრები ემშვიდობებიან » დროული ინფორმაცია "გუშინ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეწყდა, ხუთი ახალგაზრდა ადამიანის, რომლებსაც უამრავი გეგმა, ოცნება და წინ გასავლელი გზა ჰქონდათ, ცხოვრება ეჩქარებოდათ" - ავტოავარიაში დაღუპულებს მეგობრები ემშვიდობებიან

"გუშინ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეწყდა, ხუთი ახალგაზრდა ადამიანის, რომლებსაც უამრავი გეგმა, ოცნება და წინ გასავლელი გზა ჰქონდათ, ცხოვრება ეჩქარებოდათ" - ავტოავარიაში დაღუპულებს მეგობრები ემშვიდობებიან

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
08-06-2026
193
Aa

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ერთი და­შავ­და. სავარაუდოდ, თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

დაღუპულებიდან რამდენიმე კოპანია "Signify"-ს გუნდის ახლობელები იყვნენ. კომპანია სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"დღეს უკვე მეორე დღეა, რაც Signify-ს გუნდისთვის წარმოუდგენლად მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევამ ჩვენი სამი უახლოესი ადამიანი იმსხვერპლა - ნიკუშა ქუთათელაძე, გვანცა არევაძე და სანდრო ჩხეიძე. სანდროსთან ერთად დავკარგეთ მისი მეუღლეც, ნათია. სანდროს ბევრი იცნობდით, იმდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, იმდენი უმადლის, როგორ უნდა გავძლოთ უმისოდ.

ნათიას და სანდროს 2 შვილი დარჩათ, ანიტა და დამიანე - მთელი გუნდი გვერდში გედგებით, მაგრამ ვაი, როგორ შეგიმსუბუქოთ ეს საშინელი ტკივილი. ამ ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა ჩვენი თანამშრომელი ირაკლი თავაძე, რომელიც ამჟამად სამედიცინო დახმარებას იღებს. წარმოდგენაც არ მინდა, რა ხვედრი ელის მის დასა და ძმას, როდესაც ამ ამბავს შეატყობინებენ - გამაგრდით.

სიტყვები არ გვყოფნის იმ ტკივილის აღსაწერად, რომელსაც ახლა მათი ოჯახები, მეგობრები და ჩვენი გუნდი განიცდის. ვუსამძიმრებთ სანდროს ოჯახს, მის მეუღლეს, ნათიას ოჯახს და მათ შვილებს. ვუსამძიმრებთ გვანცასა და ნიკუშას ოჯახებს. მათ წინ მთელი ცხოვრება ჰქონდათ. 5 სექტემბერს ქორწილს გეგმავდნენ და საერთო მომავალს აშენებდნენ. ეს ტრაგედია განსაკუთრებით მტკივნეულია ყველასთვის, ვინც მათ იცნობდა.

ვუსამძიმრებთ მარიამ ქადაგიძის ოჯახს და ირაკლი თავაძეს. ირაკლი სულ მარიამზე ლაპარაკობდა, სულ თვალები უციმციმებდა მარიამის ხსენებაზე - ირაკლი გამაგრდი. გუშინ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეწყდა. ხუთი ახალგაზრდა ადამიანის, რომლებსაც უამრავი გეგმა, ოცნება და წინ გასავლელი გზა ჰქონდათ, ცხოვრება ეჩქარებოდათ.

მთელი Signify გლოვობს მათ დაკარგვას. გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით, როგორ უნდა გავძლოთ უთქვენოდ...." - ნათქვამია განცხადებაში.



FACEBOOK კომენტარები