Forbes Georgia-მ 10 ქართველი მილიარდერის რეიტინგი გამოაქვეყნა: ვინ არიან ისინი და ვის რა ქონება აქვს?
Forbes Georgia-მ, თავისი 15-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, ქვეყნის 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი წარადგინა. ეს არ არის მხოლოდ ციფრების ერთობლიობა – ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდა.
რეიტინგის მიხედვით, ასეულში შემავალი ადამიანების ჯამური ქონება 60.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 60%-ია. საინტერესოა, რომ სიმდიდრის უდიდესი ნაწილი სწორედ სიის სათავეშია – პირველი ხუთეული მთლიანი ქონების თითქმის ნახევარს ფლობს.
- მიხეილ ლომთაძე – 15.8 მილიარდი ლარი
- ბიძინა ივანიშვილი და ოჯახი – 7.2 მილიარდი ლარი
- გიორგი ჯოხთაბერიძე – 2.76 მილიარდი ₾
- ირაკლი რუხაძე – 2.22 მილიარდი ₾
- თემურ ჭყონია – 1.74 მილიარდი ₾
- პაატა კურტანიძე – 1.56 მილიარდი ₾ (ავერსი)
- გიორგი რამიშვილი – 1.48 მილიარდი ₾ (სილქ როუდ ჯგუფი)
- კახაბერ ოქრიაშვილი – 1.14 მილიარდი ₾ (PSP)
- ხვიჩა მაქაცარია – 1.13 მილიარდი ₾ (თელასი, თბილისი ენერჯი)
- გია გორგოშაძე – 1.04 მილიარდი ₾ (გორგია) წაიკითხეთ კვლევა სრულად
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



