„ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდენ“ - შარა ბულეტი მერაბ დვალიშვილს უპირსპირდება

01-11-2024
104
Aa


UFC-ის მებრძოლმა შარაბუტდინ მაგომედოვმა კომენტარი გააკეთა ქვემსუბუქი წონითი დივიზიის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაღესტანი რუსეთის ნაწილი არ არის.

შარაბუტდინმა განაცხადა, რომ თუ მერაბს ისტორია უკეთ ესმოდა, იცოდა, რომ რუსეთის იმპერია საქართველოს ყოველთვის იცავდა დაღესტნელებისგან. ის ასევე დასძინა, რომ ქართველები რუსეთზე მადლობები უნდა იყვნენ, რადგან სხვაგვარად საქართველო შესაძლოა დღეს დაღესტნის ნაწილი ყოფილიყო.


რას ამბობს „შარა ბულეტი“:

 

„რუსოფობია მძვინვარებს, ახლა რუსებისთვის რთული დროა, ამიტომ ჩვენ, რუსეთი, უნდა გავერთიანდეთ და ყველა მტერს ვუპასუხოთ. ჩვენი პასუხი ერთიანი და მტკიცე უნდა იყოს. თუ ნაწილებად დავიყოფით, ამას კარგი არაფერი მოჰყვება. მათ სურთ, რომ რუსეთი ნაწილებად დაიშალოს: პრინციპია, დაყავი და იბატონე. ეს დასავლელი სიონისტებისა და გლობალისტების ტაქტიკაა, თითქოს პრეტენზიები რუსებთან აქვთ, და არა დაღესტნელებთან. ჩვენ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, რუსეთი ჩვენი საერთო სახლია“.

შეგახსენებთ, რომ მაგომედოვმა ბოლო ბრძოლა UFC 308-ზე გამართა, სადაც მეორე რაუნდში სომხეთის წარმომადგენელი, არმენ პეტროსიანი დაანოკაუტა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 30 წლის „შარა ბულეტი“ დაუმარცხებელი მებრძოლია. მის ანგარიშზე MMA-ში 15 ბრძოლაა, საიდანაც 12 მან ნოკაუტით, ხოლო 3 მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგო.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ მერაბ დვალიშვილმა ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ვალდებულები არიან, რუსეთი წარმოადგინონ. „


FACEBOOK კომენტარები