2 ავტობუსი მდინარეში ჩავარდა: 60-ზე მეტი ადამიანი დაკარგულია, მხოლოდ 3-ის გადარჩენა მოხერხდა – დეტალები

12-07-2024
1 826
Aa

ნეპალში წვიმის შედეგად ადიდებულ მდინარეში 2 ავტობუსი ჩავარდა, რომელშიც 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, უბედური შემთხვევის შედეგად 3 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი ადგილობრივებმა ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ნეპალის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დაკარგული ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მათ პოვნას უამინდობა და ადიდებული მდინარე ართულებს.

არ გამორიცხავენ, რომ ორივე ავტობუსში გაცილებით მეტი მგზავრი ყოფილიყო.

FACEBOOK კომენტარები