"ბოლომდე უყურეთ ეს არის თელავი, წინანდალი..." - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
"მეგობრებო, ბოლომდე უყურეთ ეს არის თელავი, წინანდალი. ვიდეოს დასაწყისში, ხედავთ მდინარის კალაპოტს.
მარჯვენა მხარეს კი სადაც გაარღვია კალაპოტი და შევარდა ნაკვეთებში, სადაც ვენახი და ხეხილის ბაღი ჰქონდათ გაშენებული ვიდეო გადავიღე თავიდან ბოლომდე. ნახეთ, რა მაშტაბზეა საუბარი - ათობით ჰექტარზე
(ვიდეო ცოტა აჩქარებულია ძალიან დიდი რომ არ გამოსულიყო)" - ამის შესახებ გუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, თელავში, 12 ივლისს, უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დაიტბორა კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



