სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
ამინდი უარესდება ამინდი უარესდება » დროული ინფორმაცია ამინდი უარესდება

ამინდი უარესდება

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
19-07-2026
405
Aa

18 ივლისის დღის ბოლოდან 19 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

FACEBOOK კომენტარები