15 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სხეული დაანაწევრა და წყალში გადაყარა - სასტიკად მოკლული ჟურნალისტი
2017 წლის 10 აგვისტოს შვედი ჟურნალისტი კიმ უოლი დანიელი გამომგონებლის, პიტერ მადსენის წყალქვეშა ნავში ჩაჯდა, სადაც გამომგონებელთან ინტერვიუ უნდა ჩაეწერა.
ინტერვიუს ჩაწერის პარალელურად, ის კოპენჰაგენის მახლობლად წყლებში, ორსაათიან მოგზაურობას დათანხმდა. თუმცა მას შემდეგ, რაც უოლი წყალქვეშა ნავში შევიდა, ის ცოცხალი აღარ უნახავთ...
ამ დღიდან თერთმეტი დღის შემდეგ, სანაპიროზე ველოსიპედისტმა დანაწევრებული ცხედარი იპოვა. დნმ-ის ტესტირებამ აჩვენა, რომ ეს უოლსი იყო.
ქალს ტანზე 15 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და დანაწევრებული იყო.
გამოძიებამ დანაშაულის მთავარ ბრალდებულად გამომგონებელი პიტერ მედსენი დაასახელა. კაცი თავიდან კატეგორიულად უარყოფდა მკვლელობის ბრალდებას. ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტი ქალი სანაპიროზე დატოვა და მას შემდეგ არაფერი იცოდა.
მოგვიანებით კი თქვა, რომ უოლსი შემთხვევით გარდაიცვალა წყალქვეშა ნავში. ამის შემდეგ დაანაწევრა ქალის სხეული, რომ წყალქვეშა ნავიდან მარტივად ამოეტანა.
როგორც მედსენმა გამოძიებას უთხრა, ქალს შემთხვევით ლუქის საფარი დაეცა თავზე. მაგრამ ტანის გამოკვლევამ გაცილებით შემზარავი სურათი დახატა. უოლს 15 ჭრილობა ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული.
საბოლოოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ მედსენმა აწამა ჟურნალისტი, სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკლა, შემდეგ დაანაწევრა და სხეულის ნაწილები წყალში გადააგდო.
ამის მიუხედავად, მედსენი ცდილობდა თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას. ქალის გარდაცვალების მიზეზად სხვადასხვა ვერსიას ასახელებდა.
უოლის დანაწევრებული თავი, ფეხები და ხელები წყალში რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინეს. ყველა ნიშანი მიუთითებდა მკვლელობაზე.
როგორც პოლიციამ დაადგინა, უოლი თავის წყალქვეშა ნავში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მედსენმა ინტერნეტში მოიძია ტერმინები „თავის მოკვეთა“, „გოგონა“ და „აგონია“. მოგვიანებით მის კომპიუტერში ქალების წამებისა და მკვლელობის ვიდეოები აღმოაჩინეს.
პიტერი 2018 წელს დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 2020 წლამდე მან საბოლოოდ აღიარა დანაშაული.