სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
კიდევ ერთ დაკარგული ახალგაზრდა - ოჯახი 26 წლის ბიჭს 10 წელია ეძებს კიდევ ერთ დაკარგული ახალგაზრდა - ოჯახი 26 წლის ბიჭს 10 წელია ეძებს » დროული ინფორმაცია კიდევ ერთ დაკარგული ახალგაზრდა - ოჯახი 26 წლის ბიჭს 10 წელია ეძებს

კიდევ ერთ დაკარგული ახალგაზრდა - ოჯახი 26 წლის ბიჭს 10 წელია ეძებს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
09-08-2026
512
Aa

ოჯა­ხი კი­დევ ერთ ახალ­გაზ­რდას ეძებს. 10 წლის წინ სო­ფელ ქორდში ნიკა სა­ღი­ნაშ­ვი­ლი და­ი­კარ­გა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ TV პირ­ვე­ლი ავ­რცე­ლებს.

"ეს იყო 2016 წლის 28 მა­ი­სი. ძა­ლი­ან ცუდი ამინ­დი იყო - სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად წა­ვი­და მა­ღა­ზი­ა­ში. იყი­და სი­გა­რე­ტი და ბი­ჭე­ბი ქე­ი­ფობ­დნენ იქვე და შე­ვი­და ესეც. შე­ვი­და და ბი­ჭებს უთხრა - ისე­თი წყა­ლი მო­დის ჩემს ბაღ­ში, უნდა ავი­დე და გა­დავ­კე­ტოო. ეს იყო, მეტი არა­ფე­რი, აღა­რა­ფე­რი ვი­ცით. იქ ცოტა ხანი იქე­ი­ფა და მის მერე გა­უ­ჩი­ნარ­და.

სა­ღა­მო იყო, არ ბნე­ლო­და - ოდ­ნავ რომ შე­ბინ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი იყო. დავ­რე­კე მე­გობ­რის ტე­ლე­ფონ­ზე - იმან მი­პა­სუ­ხა, რომ სახ­ლში წა­მო­ვი­დაო. და­ვი­წყეთ ძებ­ნა, მა­შინ­ვე ჩა­ერ­თო პო­ლი­ცია სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში. მთელ­მა სო­ფელ­მა და­ი­წყო ძებ­ნა. ეს ბი­ჭე­ბიც ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ და იმ სა­ღა­მოს ვერ გა­იხ­სე­ნეს, მე­ო­რე დღეს მე­ზობ­ლის კაც­მა თქვაო, რომ უნდა ავი­დე და წყა­ლი გა­დავ­კე­ტოო.

ის მილი არის ახ­ლოს მავ­თულხლარ­თებ­თან, აქ რკი­ნის ღო­ბეა გაბ­მუ­ლი და იმას­თან სულ ახ­ლოს არის ეს მილი. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლა არ სჭირ­დე­ბო­და. ცოტა ნას­ვა­მი იყო ან შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ არის იქით ასუ­ლი და გზა­ში რა­ღა­ცა მოხ­და, სა­დაც მი­დი­ო­და, ეგეც არ ვი­ცით... 10 წე­ლია ჯო­ჯო­ხეთ­ში ცხოვ­რობ, ყველ­გან ვი­ყა­ვი აბ­სო­ლუ­ტუ­რად, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ გა­და­ე­ცა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­სო, " - ამ­ბობს და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის დედა "ტვ პირ­ველ­თან


FACEBOOK კომენტარები