რეკლამა
საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს » დროული ინფორმაცია საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

04-10-2026
1 003
Aa

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ამა წლის 3 ოქტომბერს გარდაიცვალა მუხათგვერდში მდებარე ქოშიგორის ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერ-დიაკონი სერაპიონი (ნოზაძე).

ბერ-დიაკონი სერაპიონი დაიკრძალება სამშაბათს, 6 ოქტომბერს, 14:00 საათზე ამავე მონასტრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ-დიაკონ სერაპიონის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერ-დიაკონი სერაპიონი“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

FACEBOOK კომენტარები