"ბანკში 12 000 ევრო მოვითხოვეთ და შეცდომით 120 000 მოგვცეს" - რას ჰყვებიან ქართველი ემიგრანტები გავრცელებულ ვიდეოში?
ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევროს ნაცვლად 120 000 ევრო შეცდომით გადასცა - მათ ფული უკან დააბრუნეს:
"12 000 ევრო მოვითხოვეთ, რომ ბანკში მოეცათ. დაგვითვალეს და გამოგვატანეს.მთელი ამბავი გავიარეთ, ვივარჯიშეთ.აღმოჩნდა, რომ ბანკმა 12 000-ის ნაცვლად მოგვცა 120 000 ევრო. რამდენიმე საათი გავიდა და ურეკავენ, რომ 120 000 მოგეცითო და დაგვრიბრუნეთო... ჩვენთან ახლოს რომელი ფილიალიც არის იქ მოდით-მეთქი. არაო, საიდანაც წაიღე, იქ მოდიო.ჩვენ რომ კაი ხალხი არ ვიყოთ, მივიტანდით ამას? ღმერთი გვიყურებს," - ამბობენ ემიგრანტები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



