ელენე ხოშტარია მის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ელენე ხოშტარია მის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს » დროული ინფორმაცია ელენე ხოშტარია მის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ელენე ხოშტარია მის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
08-07-2026
180
Aa

უკვე დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა და კლინიკაში გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს.

ელენე ხოშტარიას თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური და მაღალკვალიფიციური კვლევები, რომელთა შედეგადაც საბოლოოდ განისაზღვრება მკურნალობა.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვის და მოგაწოდოთ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

უკვე დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა და კლინიკაში გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს;

მიმდინარეობს ინტენსიური და მაღალკვალიფიციური კვლევები, რომელთა შედეგადაც საბოლოოდ განისაზღვრება მკურნალობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლობა როგორც პენიტენციურ სამსახურთან, ასევე „ვივამედთან“ არის კონსტრუქციული. ამ ეტაპზე მაქვს ყველანაირი ხელშეწყობა;

რა წამს ექიმები დამრთავენ ნებას, რა თქმა უნდა, დავბრუნდები ჩემს „მშობლიურ“ რუსთავის ციხეში. და გარეთ გამოვალ ყველა სხვა პოლიტპატიმართან ერთად.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მფარველ ექიმებს: მაკა იოსელიანს და ანი ქავთარაძეს. აგრეთვე, თოდუას კლინიკას თბილი და კვალიფიციური მიღებისთვის”, - აცხადებს ელენე ხოშტარია.



FACEBOOK კომენტარები