ვრცელდება ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა - "დაფიქსირდა გამოყენებული/ნაწრეტი სისხლნარევი წყლების ხმელეთიდან ზღვის ავკატორიაში ჩაღვრა"
"ფოთი - შავ ზღვაში ჩაედინება! მკ*%*რი დელფინიც ჩანს ვიდეოში! სანახავია და კვლევაა ჩასატარებელი ამ ადგილას, თუ რა ჩაედინება შავ ზღვაში!" - ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი აჟოტაჟი მოჰყვა.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
დაიწყო. ვიდეომასალის გავრცელებისთანავე, დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები გამოცხადდნენ ქალაქ ფოთში, სამხრეთ მოლის ნავმისადგომის ტერიტორიაზე.დათვალიერებისას დადგინდა, რომ თევზისა და ზღვის
პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მიერ, ნავმისადგომზე, სეინერებიდან სპეციალურ ავტომანქანებში, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული თევზის გადმოტვირთვა ხორციელდებოდა, რა დროსაც დაფიქსირდა გამოყენებული/ნაწრეტი სისხლნარევი წყლების ხმელეთიდან ზღვის ავკატორიაში ჩაღვრა. შედგა ინსპექტირების აქტი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგაც, მოხდება შესაბამისი რეაგირება," - ნათქვამია განცხადებაში.



