გურამ დადიანიძის საქმეში ჩართული 12 წლის წინანდელი პირველი მაშველი დუმილს აღვევს
გურამ დადიანიძის საქმეში ჩართული 12 წლის წინანდელი პირველი მაშველის ლადო პაპიაშვილის დაწერილი ინფორმაცია :
მეგობრებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეტოვებინათ გურამი ღამით მარტო
ბიჭი ღამით 4 საათზე გაუჩინარდა და მეორე დღის 6 საათზე განაცხადეს დაიკარგაო. აბა ყველა დავფიქრდეთ, ამდენი ხანი რატომ არ განაცხადეს 112 ში?
მე პირადად არ ვიცი, და არც მაქვს მეგობრების დაკითხვის უფლება, ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გააკეთოს
მე სამაშველო სამსახურში ვმუშაობ და გაცხადების დღიდან ვაწარმოებთ სამძებრო სამუშაოებს ლომისას მთაში
მაგრამ უშედეგოდ მთავრდება მთაში ძებნა სამწუხაროდ
მარტო არ ყოფილა. მეგობრებთან ერთად ყოფილა, და სწორედ იმ მეგობრებს არ უნდა მიეტოვებინათ მარტო
რაგაც წამლებს ღებულობდა (დამამშვიდებლებს) და ეს აუცილებლად ეცოდინებოდათ მის მეგობრებს, რომლებმაც მე ასეთი ეჭვი მაქვს რომ მიატოვეს მარტო!!!
აუცილებლად უნდა დაიკითხონ კარგად ის მეგობრები, რომლებიც მასთან ერტად იყვნენ.
ხოდა, სწორედ იმ გოგოს არ უნდა მიეტოვებინა მარტოდ!
არ ჰქონია ტელეფონი, თორემ ტელეფონი რომ ჰქონოდა მალევე შეიძლებოდა მისი მოძებნა გინდაც გამორთული ჰქონოდა
იმ მომენტში თუ მის მეგობრებს არ ჰქონდათ ტელეფონი, სხვისთვის არ შეიძლებოდა ეთხოვათ 112-ზე დარეკვა, ?
გეთანხმებით, ამ საქმის კუდი მეგობრებშია
მათი ბრალია მისი გაუჩინარება
ბურუსითაა მოცული ეს საქმე. მშობლებმა დაჟინებით უნდა მოსთხოვონ სამართალდამცავებს წესიერად ჩაატარონ გამოძიება და წესიერად დაკითხონ მეგობრები. (თუ მათ მეგობრები ჰქვიათ)
ლომისას მთაში მეც ვეძებდი დაკარგვის დღიდან. მშობლებმა უნდა განაახლებინონ გამოძიება.
მე არავის ხელს არ ვადებ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ეს ბავშვი მეგობრებმა მიატოვეს.
სალოცავისკენ მიმავალ გზაზე ისეთი ადგილი არაა რომ ადამიანი დაიკარგოს-დაიმალოს-გაუჩინარდეს. 4 დღე სალოცავისკენ მიმავალ ოთხივე ხეობაში ვაწარმოებდით ძებნას. მაგრამ კვალი არსად არ ჩანს
სამაშველო სამსახურებს ძაღლები არ ყავს. და ჩვენ (სამაშველო სამსახურს) როცა გაგვაგებინეს, მანამდე ძლიერი წვიმა იყო სეტყვასთან ერთად. წვიმა კი კვალს საერთოდ აქრობს, ასე რომ ძაღლით მოძებნა გამორიცხული იყო ჩვენ როცა შეგვატყობინეს
როცა დაიკარგა მაშინვე უნდა განეცხადებინათ 112-ში
განა მიტოვება დანაშაული არაა?
და მაშველებს ადანაშაულებდნენ რამდენიმე საათის შემდეგ შეწყვიტეს ძებნაო. ჩვენ რაც გვევალებოდა ძალღონე არ დაგვიშურებია. ლომისობა დღეს 6 დაშავებული (ფეხმოტეხილი) ქალი ჩამოვიყვანეთ სალოცავიდან. დილითვე რომ გვცოდნოდა ბავშვი იყო დაკარგული მაშინვე შევუდგებოდით მის მოძებნას. მათ კი დაკარგვიდან 14 საათის შემდეგ გაგვაგებინეს. რატომ დამალეს ამდენი ხანი?
მანდ მაშინ სულ სხვა რაღაც ხდება, მაგ აზრის ვარ, მაგრამ რა არ ვიცი.
მაშველებმა და პოლიციის თანამშრომლებმა 3 დღე ვაწარმოებდით მთაში ძებნას, მაგრამ შედეგოდ. ის ბავშვი იმ მთაში არაა დაკარგული
ლომისის სალოცავის ოთხივე ხეობა გადავატრიალეთ მაგრამ მის კვალს ვერსად ვერ მივაგენით
ჩვენს აქ კომენტარების წერას ჯობია რომ პოლიციამ თუ შეაჩერა გამოძიება, მშობლების დაჟინებით განაახლონ წესიერად მოკვლევა-გამოძიება.
როცა დაიკარგა მაშინ არ იყო ცუდი ამინდი, მაშინვე რომ გაეცხადებინათ უკეთესი იქნებოდა
დაკარგვიდან 14 საათის შემდეგ შეტყობინება მაშველებისთვის, ძალიან დაგვიანებულია!



