„ამას ვაჟღერებ პირველად…“ – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე ადვოკატი ახალ დეტალებს ასახელებს
12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ გადაცემაში „VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც ახალ გამომძიებელს თავად გადასცემს.
მისი თქმით, საქმე ეხება დაკარგულის მობილურ ტელეფონს:
„ამას ვაჟღერებ პირველად. მაქვს ინფორმაცია გურამ დადიანიძის მობილურთან დაკავშირებით, სად ინახება, როგორ ინახება და მზად ვარ საქმის ახალ გამომძიებელს ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო, რომელიც დავინახავ რომ იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქმე გამოიძიოს…
აღნიშნული ტელეფონი გურამმა ნამდვილად დატოვა მამიდასთან. გურამი რჩებოდა მამიდასთან, როდესაც წავიდნენ მლეთაზე და აღნიშნული ტელეფონი გურამმა ნამდვილად დატოვა მამიდასთან.
რაც შეეხება ტელეფონს, სად არის და როგორ არის – მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, გამოძიებას აუცილებლად ექნება აღნიშნული ტელეფონი, “ – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ



