გიორგი გველესიანს “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობა შესთავაზეს – რას პასუხი გასცა ფეხბურთელმა ნოე სულაბერიძეს?

24-07-2024
469
Aa

გადაცემაში ნოესთან საქართველოს ნაკლების წევრმა გიორგი გველესიანმა თავისი ბავშვობა გაიხსენა.

“ჩემი მშობლები მუშაობდნენ 24 საათი იმისთვის, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. მაშინ ძალიან რთული ცხოვრება იყო, არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ თუნდაც მე გამომყოლოდნენ ვარჯიშზე.

ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ჭავჭავაძის გამზირიდან მინდოდა 35-ე საფეხბურთო სკოლამდე მისვლა, მაშინ ტროლეიბუსი დადიოდა და 20 კაპიკი ღირდა. ხშირად გადამიგდია ვარჯიში, იმიტომ რომ ფული არ მქონდა, ან ფეხით წავსულვარ და უკან დავბრუნებულვარ“, – არაფერი დამალა ფეხბურთელმა.

“პირველად როცა ფეხბურთზე შემიყვანეს, დედაჩემი გამომყვა და „გადასახადი მაშინ იყო 20 ლარი და 2 თვის მერე გამოვედი ფეხბურთიდან, რადგან არ მინდოდა მშობლებისთვის ფული მეთხოვა.

მერე თავისით დალაგდა თუმცა გაჭირვება მაინც იყო. დინამოში რომ მივედი მეცვა ტაიგერები, რომელიც დაზიანებული და დახეული იყო და ასევე საწვიმარი შარვალი“, – დასძინა გველესიანმა.

ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად. გადაცემის ბოლოს წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ გიორგის „ცეკვავენ ვარსკვლავების რომელიმე სეზონში მონაწილეობა შესთავაზა.

“რატომაც არა“, – უპასუხა გიორგი გველესიანმა წამყვანს.

FACEBOOK კომენტარები