სიახლე, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება
საქართველოს მთავრობა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე 70 ერთეულ ავტობუსს ყიდულობს - შესაბამისი ტენდერი ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 494 570 ლარს შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი ერთეული ავტობუსის ღირებულება 521 351 ლარია.
ტენდერში წინადადებების მიღება 29 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბრის 16:00 საათზე დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ობიექტია ქარხნული წარმოების, M3 კატეგორიის, პირველი კლასის დაბალიატაკიანი (Low Floor) საქალაქო ავტობუსები. განაგრძეთ კითხვა
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



