ამ ქუჩებზე შუქი მთელი დღით გაითიშება - ჩამონათვალი
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, სანაპიროს, ვეკუას, ბარათაშვილის, მტკვრის და დადიანის (ფონიჭალა) ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თბილის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიის, სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამგორის დასახლების, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ხვედელიანის, სტურუას, მეფრინველეთა, ჭირნახულის, ქიზიყის, გუჯეჯიანის, იგოეთის, ქებურიას, კაცხის, ბერიძის, კაჭარავას, თოფურიძე ვალენტინის, შანშიაშვილის, ლოლაძის, ანდრიაძის, შიუკაშვილის, დევდარიანის, ევროპის, ახვლედიანის და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.