62 წლის გრიგორი ლეპსის 18 წლის საცოლე ჰყავს – რა კომენტარს აკეთებს მომღერალი?

10-11-2024
163
Aa

62 წლის გრიგორი ლეპსმა თავის ბოლო გულახდილ ინტერვიუში, რომელიც რომან კოსტომაროვს მისცა, 44 წლით უმცროს შეყვარებულზე ისაუბრა და მათი ურთიერთობის გეგმები გაამხილა. ლეპსი თავის 18 წლის საცოლეს, ავრორა კიბას, რომელიც ლონდონის მოდის კოლეჯის სტუდენტია, ზაფხულიდან მოყოლებული უკვე საცოლედ მოიხსენიებს და ამბობს, რომ მზად არის ხვალვე დაქორწინდეს მასზე.


ინტერვიუს მსვლელობისას წამყვანმა ჰკითხა, როგორ მოიქცეოდა, თუ მისი სამი ქალიშვილიდან რომელიმე სახლში იგივე ასაკობრივი სხვაობით საქმროს მოიყვანს. „ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. ალბათ წინააღმდეგი ვიქნებოდი, მაგრამ რას შევცვლიდი ამით? იქნებ საერთოდ ვცდები ამ ადამიანში? მე ვერ ვიტყვი, რომ ექსპერტი ვარ ადამიანთა სულებში,“ – აღნიშნა ლეპსმა.


როგორც ჩანს, ლეპსი საკმაოდ გულახდილად და იუმორით უდგება თავის პირად ცხოვრებასა და მოლოდინებს

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები