„ოპერაციამ ისე მარტივად ვერ ჩაიარა, როგორც ჩვენ გვინდოდა…“ - რას წერს დათი ქოქრაშვილის დედა

14-08-2024
889
Aa

გასულ კვირას, შარტავას ქუჩაზე დაშავებულ დათი ქოქრაშვილს აშშ-ში რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა. მოზარდის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

„დათის ოპერაციამ ისე მარტივად ვერ ჩაიარა, როგორც ჩვენ გვინდოდა… არის რაღაც გართულებები, ინფექციები, მაღალი ტემპერატურა… თუმცა ვიცით, რომ უფალი ჩვენთანაა და ყველაფერი კარგად იქნება.

მადლობა მინდა გითხრათ ყველას ჩვენი მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის. არსად არ გვტოვებთ მარტო და მუდამ ჩვენს გვერდით და რაც მთავარია, ჩვენს გულებში ხართ“, – წერს დათის დედა.

ნახეთ, კადრები კლინიკიდან ↓

FACEBOOK კომენტარები