„ვერავინ გაიხარებს, თუ კატას არასათანადოდ მოექცევა... ის საკმაოდ მისტიკური ცხოველია“ - ეზოთერიკოსი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

17-08-2024
488
Aa

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ თუ კატას არასათანადოდ მოეპყრობიან, მან წყევლა იცის, თუმცა, ეს მითია. მიუხედავად ამისა, ეზოთერიკოსების თქმით, ასეთ შემთხვევაში ადამიანი ვერ გაიხარეს.

„არსებობს მოსაზრება, რომ კატა იწყევლება - არა, კატა არ იწყევლება, უბრალოდ ვერავინ გაიხარებს, ვინც მას აწყენინებს და რატომ - კატა საკმაოდ მისტიკური ცხოველია და ორ განზომილებაში ცხოვრობს: ამ სამყაროში, ჩვენთან მატერიალურში და იმ სამყაროში, სადაც არიან სულები და არსებები. 

ხშირად შეამჩნევდით, რომ კატა სადღაც სიცარიელეში იყურება, რასაც თქვენ ვერაფერს ხედავთ. მულტფილმებშიც, ფილმებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ჯადოქარი კატის გარეშე, მგონი ჯადოქარი ვერ არის. 

პირადად მე, როცა მთელი დღე ადამიანების ენერგიით ვივსები, რომლებსაც ტაროს ვუშლი, ჩემი კატა მაჯდება და მთელ ამ ბინძურ ენერგიას იღებს. კატა ყოველთვის ბინძური ენერგიისკენ მიდის. სულები, დემონები, მსგავსი რაღაცები მოსწონს. ამბობენ, რომ ვინც კატას აწვალებს, გარდაცვალების შემდეგ იქითა სამყაროში ძალიან გააწვალებენ.

ასევე ამბობენ, რომ ვინც კატას მოკლავს, 7 წლის განმავლობაში ყოველთვის რაღაც უბედურებები დაემართება“, - განმარტავს ასტროლოგი ნინუშკა ლისენკო.

FACEBOOK კომენტარები