„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს და ასევე სოფელ დიღმის რამდენიმე ქუჩას შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ფასანაური, ლუთხუბი, დოლასქედი, მუგუდა და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ბოჭორმა, ომარაულები, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში – ხატაეთის, კრისტიან სტივენის, ბერტა ფონ ზუტენის და მიმდებარე ქუჩებზე; 16:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი და ახალუბანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.