"ამას ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ"- ახლახანს განსვენებული მამა თეიმურაზ ქორიძის ბოლო ვიდეო ვრცელდება

21-08-2024
4 883
Aa

დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა, – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?! მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო…

გარდაიცვალა, მამა თეიმურაზ ქორიძე.უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, საცა მართალნი განისვენებენ!“, – წერს ნათია სვანიძე-ხარზიანი.

თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მამაო სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ გასულ წელს, კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამაო თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა…

ვიდეო:


FACEBOOK კომენტარები