ავარიის შედეგად დაღუპულ 15 წლის უჩასა და გოგიტას ახლობლები ემშვიდობებიან

24-08-2024
829
Aa

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზრადები, უჩა და გოგიტა ემსხვერპლნენ , ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან მათ :

უჩა ,გოგიტა🕊️🥹 ჯერ ხომ ცხოვრება წინ გქონდათ 🥀🥀💔
უჩა სულ რომ შემხვდებოდი მასწრებდი თქმას ნელა ვივლიო რომ რამე არ მეთქვა,
ნათელში იყოს თქვენი წმინდა სულები,უჩა ჩემო პატარა ძმაკაცო ,
მუდამ მემახსოვრები –წერს ერნიკე სურმანიძე
უჩა – ჩემო სევდიანო, ყურადღებიანო, ზრდილობიანო…
გოგიტა – ჩემო ცელქო, განსხვავებულო, ლამაზ თვალება და ლამაზ ხმიანო..
მაპატიეთ, რომ მეტი არ გეფერეთ, მეტი ყურადღება არ მოგქციეთ, მეტად ვერ ჩაგიხუტეთ😭
მიყვარხართ მე თქვენ ორივე განსაკუთრებით…
მიმძიმს და მტკივა თქვენი გარდაცვალება!
იძინეთ ტკბილად ჩემო გემრიელო ბაღნებო…- წერს მაგდანა ჯაფარიძე
სსიპ ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის
კოლექტივი ღრმა მწუხარეობით იუწყება რომ ტრაგიკულად დაიღუპა 2 ჩვენი მოსწავლე….
ამ ტრაგედიას ვერაფერს დავარქმევ,ეს უსაზღვრო ,გაუსაძლისი ტკივილია,
ჩვენი სკოლის 9-ა და 9-ბ კლასის მოსწავლეებმა უჩა ბერიძემ და გოგიტა ათაბაქმა ,სასწავლო წლის დასაწყისის მოლოდინს ფერები შეუცვალა, ჩაამუქა , ჩააქრო სიხარული და სევდით და ტკივილით აგვივსო გულები ,
თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში,
მიჭირს ამის თქმა ….მაგრამ- სამარადისოდ ნათელში იყავით ჩვენო ვაჟჯაცო ბიჭებო -წერს თამრიკო გოგიშვილი

FACEBOOK კომენტარები