“ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია”- ელენე ეპიტაშვილი ემოციურ წერილს ავრცელებს
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად “ლივერპულის” მეკარე გახდა. ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონი ევროა.
გიორგი 1-წლიანი იჯარით “ვალენსიაში” დარჩება, “ლივერპულს” კი 2025 წლიდან შეუერთდება. ეს წარმატება ქართველ სპორტსმენს მეგობრებმა, თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში მიულოცეს.
ამ სიახლეს ვრცელი წერილი მიუძღვნა გიორგის მეუღლემ, მოდელმა ელენე ეპიტაშვილმაც:
“ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა ვალენსია, ვალენსიელები და ის გულშემატკივრები, რომლებიც მუდამ დიდ სითბოსა და უზარმაზარ მხარდაჭერას გამოხატავდნენ გიოს მიმართ. ვამაყობ, რომ გიო ასეთი შეკრული ოჯახის წევრი გახდა. მე ყოველთვის მემახსოვრება ვალენსია, როგორც ჩემი მეორე სახლი”, – წერს ელენე.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული