“საამაყოები,ვინ არის ტყუპი და ძმა რომლებიც მასწავლებლების გარეშე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ..”
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი.
გვანცა და ლუკა წიწილაშვილები ტყუპი და-ძმაა – ოჯახიდან ორი აბიტურიენტი 100%-იანი გრანტის მფლობელი გახდა.
მათგან ერთ-ერთმა ტყუპისცალმა – გვანცამ საგამოცდო შედეგების შემდეგ მიღებულ ემოციებზე „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა:
„მე და ჩემმა ძმამ დავამთავრეთ ვეკუას სკოლა, მე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან ამერიკულ პროგრამაზე. ქართულში 56 ქულა ავიღე, ინგლისურში 64, მათემატიკაში 44, ბიოლოგიაში – 66.
არ იყო მოულოდნელი ჩემთვის, რომ სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი. სად ჩავირიცხებოდი ამაზე უფრო ვნერვიულობდი და ძალიან გამიხარდა, რომ იქ მოვხდი, სადაც ძალიან მინდოდა. ჩემმი ძმა „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ჩაირიცხა პროგრამირებაზე. ერთ სკოლაში და ერთ კლასში ვსწავლობდით.
ვფიქრობ, რომ სკოლაში დაგროვილი ცოდნის 70%-ია ჩემი შედეგის წინაპირობა, რადგან ყველა საგანში კარგი საფუძველი მქონდა, სანამ აბიტურიენტი გავხდებოდი. თუ აბიტურიენტი მონდომებული და საჭირო მასალებს თავად მოძებნის, შესაძლოა, რომ რეპეტიტორების გარეშეც მიაღწიოს კარგ შედეგს“.