სოზარ სუბარი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი თვალსაჩინო წევრი, სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი მურად ფირცხელანი.
ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სვანური სიმღერის საუკეთესო მცოდნის და დიდი მომღერლის, მურად (გურამ) ფირცხელანის გარდაცვალების გამო.
უდიდესია ბატონო მურადის წვლილი სვანური სიმღერის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციის საქმეში. აღსანიშნავია, რომ იგი სიმღერას ასწავლიდა არა მხოლოდ ქართველ ახალგაზრდებს, არამედ სვანური ფოლკლორით დაინტერესებულ უცხოელებსაც.
შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მურად ფირცხელანმა მონაწილეობა მიიღო უამრავ კონცერტში, საღამოსა თუ კონკურსში.ვუსამძიმრებ მურად (გურამ) ფირცხელანის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.