“ვესაუბრე თამუნა მუსერიძეს და მან დამაკვალიანა…”- რა გაამხილა ანრი ჯოხაძემ?

10-09-2024
882
Aa

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ “იმედზე” ნოე სულაბერიძის გადაცემაში სტუმრობისას საკუთარ ძმაზე ისაუბრა:

“მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა ცოცხალია და ის გააშვილეს. იმ წლებში ძალიან ბევრი ფაქტი მომხდარა ბავშვების მოპარვის და გაშვილების. ბოლო დროს ხალხი ამაზე ღიად ალაპარაკდა… ვესაუბრე თამუნა მუსერიძეს და მან დამაკვალიანა თუ როგორ დამეწყო გამოძიება”, – ამბობს ანრი.

ასევე, მომღერალმა აღნიშნა, რომ მისი ამღერება მამის დაპატიმრებასთან არის დაკავშირებული.
“ჩემი ამღერება უკავშირდება მამის პატიმრობას… როდესაც მამა დაიჭირეს – დედამ პირობა მისცა: “შენს შვილებს ყოველთვის ნახავ ტელევიზორში!” და ეს პირობა შეასრულა. ჩვენ სულ ვმონაწილეობდით საახალწლო სატელევიზიო გადაცემებში და მამა გვიყურებდა, მანამ სანამ პირადად გავიცნობდით…”.

FACEBOOK კომენტარები