რუსეთში, ნახევარფაბრიკატებით 3 ბავშვი დაიღუპა რუსეთში, ნახევარფაბრიკატებით 3 ბავშვი დაიღუპა » დროული ინფორმაცია რუსეთში, ნახევარფაბრიკატებით 3 ბავშვი დაიღუპა

რუსეთში, ნახევარფაბრიკატებით 3 ბავშვი დაიღუპა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
23-09-2024
700
Aa

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში, ნახევარფაბრიკატებით მოწამვლის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოჯახმა ადგილობრივ მაღაზიაში ნაყიდი ნახევარფაბრიკატები ჭამა, რის შემდეგაც ოჯახის ექვსივე წევრმა თავი ცუდად იგრძნო და მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოს მიმართეს.

გამოცემის ინფორმაციით, ოჯახის სამი წევრი - 6, 13 და 11 წლის ბავშვები დაიღუპნენ. 34 წლის მამა, 32 წლის დედა და 12 წლის ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაში არიან.

საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არის აღძრული.

FACEBOOK კომენტარები