“ყოველ დღეს ასე მილამაზებს…” 😍 – ნახეთ როგორ ანებივრებს ქმარი მარიამ ელიეშვილს
მარიამ ელიეშვილი და მისი მეუღლე ჯერჯერობით ამერიკაში ერთად არ ცხოვრობენ, რადგან მომღერალს რამდენიმე პროექტი საქართველოში დასამთავრებელი აქვს, შემდეგ კი უკვე, მეუღლესთან, აშშ-ში გაემგზავრება. მანამდე წყვილი სხვადასხვა ქვეყანაშ ხვდება ერთმანეთს, მომღერლის მეუღლე კი მის ყოველდღიურობაში აქტიურად არის ჩართული. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„მიუხედავად სიშორისა, გიორგი მუდმივად ცდილობს, პატარ-პატარა სიურპრიზები გამიკეთოს. ამაში აქ მყოფი მეგობრები ეხმარებიან. მართლა ახერხებს, რომ ყველა დღე გამილამაზოს. უყვარს მოულოდნელი სიურპრიზები. ხშირად ახერხებს, საინტერესო ტური მომიწყოს სხვადასხვა ქვეყანაში. უცებ მეტყვის ხოლმე, მოდი, რამდენიმე დღე ერთად გავატაროთ, თან, გარემო შევიცვალოთო. უკვე ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი მოვინახულეთ და ეს კიდევ უფრო გვილამაზებს ერთად ყოფნის დროს…“