“ვერ იტანდა როცა მის მეგობრებს უფროსკლასელები ჩაგრავდნენ”- რას იხსენებს მერაბ დვალიშვილის პედაგოგი?
მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი ჩემპიონი გახდა. დვალიშვილის გამარჯვება ქვეყნისთვის უდიდესი ბედნიერება აღმოჩნდა. დიდი თუ პატარა დილიდან ელოდებოდა დვალიშვილის ოქტაგონზე ხილვას, გულშემატკივრებს კი იმედი ნამდვილად გაუმართლა.
მარგალიტა დვალიშვილი მერაბ დვალიშვილის პირველი პედაგოგია. ის გადაცემა “დილა მშვილოდისა საქართველოს” სტუმარი იყო- სოფელ სურელიდან ვიდეოზარით ჩაერთო, სადაც მოსწავლესა და მასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
სწორედ მარგარიტა დვალიშვილმა შეარქვა პირველად ჩემპიონს “მოჩხუბარიძე”.
“პირველ სექტემბრის ნათელი, მზიანი დღე, სკოლის ეზოში ბავშვების ჟრიამული ისმოდა. ეზოში გავიხედე და დავინახე ახალგაზრდა სიმპატიური ქალბატონი, რომელსაც პატარა ბიჭუნასთვის ხელი ჩაეკიდებინა დაჩემკენ მოჰყავდა. ქალი მომიხალოვდა და ბავშვს უთხრა- “შვილო, აი ეს არის შენი პირველი მასწავლებელიო”.
იყო კვირცხლი, მოუსვენარი, სიცოცხლით და ზრდილობით სავსე, მეგობრული ბავშვი. კლასელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.ჩხუბი ძირითადად უფროსკლასელებთან მოსდიოდა. ვერ იტანდა, როცა მის მეგობრებს უფროსკლასელები ჩაგრავდნენ.”- იხსენებს მარგალიტა დვალიშვილი