ახლახანს ყველასთვის ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა
სოსოიას“ ეკრანზე გამცოცხლებელი – დიდებული მხატვარი და შესანიშნავი ადამიანი, ბატონი გელა ჭიჭინაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. წუხელ, გვიან ღამით გავრცელდა მისი ქალიშვილის – ქრისტო ჭიჭინაძის “ფეისბუქსტატუსი” – მამა გარდაიცვალა. ვის არ ახსოვს ნოდარ დუმბაძის “მე ვხედავ მზეს“ მიხედვით გადაღებული კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის მხატვრული ფილმი “მე ვხედავ მზეს“ და მისი მთავარი გმირები ხატია და სოსოია და ეკრანზე მათი გამცოცხლებელნი: ულამაზესი ლეილა ყიფიანი და ძალიან სიმპათიური გელა ჭიჭინაძე. არც ერთი იყო მსახიობი და არც – მეორე, მაგრამ ორივე მათგანი გამორჩეულად შეიყვარა მაყურებელმა.“სად მიდიხარ, შენ, ჩემი სოფლის შარაგზაო, და საით მიგყავს ჩემი სოფელი. გახსოვს? ერთ დღეს შენ წამართვი ყველაფერი, რაც გამაჩნდა ამ ქვეყანაზე. მე გთხოვე მაშინ, შარაგზაო, და შენ დამიბრუნე, რაც შეგეძლო, და მე მადლიერი ვარ შენი“, – ამბობს ფილმში ნოდარ დუმბაძის სოსოია და მიდის “უსასრულოდ“…
ambebi.ge