"საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან იქ მოკვლით მემუქრებიან... ერთ-ერთი, ჩემი ღვიძლი ბიძაა" - დემნა გვასალიას აღიარება

22-09-2024
2 255
Aa

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იშვიათად თანხმდება ინტერვიუზე. ამჯერად გამოცემა NYT Style Magazine-თან გადაწყვიტა საუბარი და გულახდილად უამბო ჟურნალისტს თავის შემოქმედებაზე, მსოფლიო ამბებზე, სოხუმიდან გაქცევაზე და იმაზე, თუ რატომ არ შეუძლია საქართველოში დაბრუნება.

ამ წლის მარტში, 10 დღეში მას მერე, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, "ბალენსიაგას" ჩვენება შედგა პარიზთან ახლოს. მართალია, თავდაპირველად შოუ ჩაფიქრებული იყო, როგორც კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო პროტესტი, მსოფლიოში მიმდინარე ამბების გამო, დემნამ შოუ მიუძღვნა უკრაინაში ომს.

მოდელები ნამდვილი ქარბუქის გავლით შემოდიოდნენ პოდიუმზე, რაც მოვლენების ერთგვარი მეტაფორა იყო. გვასალიამ აღნიშნა, რომ უკრაინის ამბებმა მას წარსულის ტრავმები გაუღვიძა: 1993 წელს იგივე მოხდა მის სამშობლოში და ის სამუდამოდ იქცა დევნილად. "ეს შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ არავის სჭირდები", - ამბობდა მაშინ დემნა.

ამჯერად ინტერვიუში ისევ გაიხსენა ის ჩვენება: "აი, რატომ არასოდეს არ ჰქონდა მოდას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა. მე მიყვარს ამის კეთება, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის სულ ერთია. მე ისეთი რამეები მინახავს, რომელთა გამოც მოდა უადგილო ჩანს ხოლმე".

როცა 1991 წელს დაიწყო ცნობილი ამბები აფხაზეთში, დემნა 11 წლის იყო. ომი რომ გამძაფრდა, დემნა ძმასთან, მშობლებთან და ნათესავებთან ერთად დევნილად იქცა (დემნას მამას ავტოსახელოსნო ჰქონდა, ომამდე, დედამისი კი, ელვირა, დიასახლისი იყო). თავდაპირველად მანქანით დაიძრნენ თბილისისკენ, მერე კი ფეხით მოუწიათ გზის გაგრძელება და სამი კვირა იყვნენ გზაში. როცა დემნას ბებია იმდენად სუსტად იყო, რომ ვეღარ დადიოდა, დედამისმა ავტომატი გაცვალა ცხენში...

წაიკითხეთ სრულად

FACEBOOK კომენტარები