"ისე დავეცით, რომ საქართველოსთან თამაშის გვეშინია" - უკრაინელი ფეხბურთელი
საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის უახლოეს შეხვედრას 11 ოქტომბერს გასვლაზე უკრაინასთან გამართავს და შეეცდება, რომ ერთა ლიგის საკმაოდ რთულ ჯგუფში მორიგი გამარჯვება მოიპოვოს.
ეროვნული გუნდის შესახებ კომენტარს აკეთებს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, კირილო კოვალჩუკი, რომელიც თავისი ნაკრების სიძლიერით და ხარისხით მოხიბლული სულაც არაა.
დიდი დაღმასვლა გვაქვს. ომის შემდეგ უკან და უკან მივდივართ. გამოვიცვალეთ ბევრი მწვრთნელი, მაგრამ ამას პროგრესი არ მოუტანია. ახლა ისეთ დღეში ვართ, რომ საქართველოსთან თამაშიც კი გვაფრთხობს.
ეს სადამდე დავედეით? ადრე მოლდოვას, სომხეთს და საქართველოს რომ ვეთამაშებოდით შედეგზე საერთოდ არ ვნერვიულობდით, ახლა კი ქართველები ფავორიტებად მიიჩნევიან, რაც უდიდესი დაღმასვლაა.
- ამბობს უკრაინელი ფეხბურთელი.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული