საქმე სულ უფრო მეტად გვიმარტივდება? მაგარი ამბავი საქართველოსთვის უკრაინასთან მატჩის წინ

10-10-2024
6 222
Aa

პარასკევს, 11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე უკრაინასთან ითამაშებს. მეტოე გუნდს, შესაძლოა, კიდევ ერთი ლიდერი, ტარას სტეპანენკო დააკლდეს – ინფორმაციას უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ დონეცკის „შახტარის“ საყრდენი ნახევარმცველი ამჟამად ეროვნული გუნდის შეკრებაზეა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადება.

„ტარას სტეპანენკო მთავარი ჯგუფის ნაცვლად, ინდივიდუალურად ვარჯიშობს. უკრაინის ნაკრების ნახევარმცველს მუხლის სახსარი დაუზიანდა“, – ნათქვამია UAF-ის ოფიციალურ განცხადებაში.

სტეპანენკოს უკრაინის ნაკრებში ჩატარებულ 86 მატჩში ანგარიშზე ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს. ნახევარმცველმა ამ სეზონში თავისი კლუბის შემადგენლობაში შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა (ყველა ტურნირზე – 214 წუთი).

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინა ალბანეთის ნაკრებთან დამარცხდა (1:2), ხოლო მეორეში – ჩეხეთთან (2:3) და ახლა ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ორი მატჩის შემდეგ სერგეი რებროვის გუნდი ბოლო პოზიციაზეა.

FACEBOOK კომენტარები