„რამდენად შესაძლებელია, რომ კვარა სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ დატოვოს?“ აი რატომ

01-11-2024
364
Aa

Campania-ს ჟურნალისტი ფრანჩესკო მაროლდამ Televomero-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო სიტუაცია განიხილა. მისი აზრით, არსებობს შანსი, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელი ზაფხულში კლუბს დატოვოს.

მაროლდას განმარტებით, იყო პერიოდი, როცა დარწმუნებული იყო, რომ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდნენ, თუმცა ახლა მისი შეხედულება შეიცვალა. „კვარას“ აგენტი ცდილობს, კონტრაქტში დაბალი გამოსასყიდი თანხა ჩაიწეროს, თუმცა "ნაპოლის" მხრიდან მოთხოვნა 100 მილიონი ევროზე მეტია.

„ვფიქრობ, რომ შეთანხმება შესაძლებელი იქნება, თუმცა ხვიჩა სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, რადგან მას სხვა ამბიციები და მიზნები აქვს,“ - განაცხადა მაროლდამ.

ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერი, მამუკა ჯუღელი, მილანში იმყოფება და "პარტენოპეის" ხელმძღვანელობასთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

FACEBOOK კომენტარები