ცნობილია რა ანაზღაურებას სთავაზობს ბარსელონა კვარაცხელიას ცნობილია რა ანაზღაურებას სთავაზობს ბარსელონა კვარაცხელიას » დროული ინფორმაცია ცნობილია რა ანაზღაურებას სთავაზობს ბარსელონა კვარაცხელიას

ცნობილია რა ანაზღაურებას სთავაზობს ბარსელონა კვარაცხელიას

18-11-2024
2 702
Aa

იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, "ბარსელონა" აქტიურად ინტერესდება "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავით, ხვიჩა კვარაცხელიათი. კატალონიური გრანდი მზადაა, კვარაცხელიას ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს და თავად ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სეზონურად 8 მილიონი ევროს გასამრჯელოთი.

გასულ ზაფხულსაც "ბარსელონა" ცდილობდა ხვიჩას გადაბირებას, თუმცა მაშინ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულებულა.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებს ახლა დიდი იმედი აქვთ, რომ ამჯერად შეძლებენ კვარაცხელიას დამატებას.

ამასთან, ცნობილია, რომ "ნაპოლი" მზადაა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდოს კვარაცხელია, თუ მისი ტრანსფერის ღირებულება 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს

FACEBOOK კომენტარები