დასახელდა მთავარი პრობლემა, რის გამოც კვარაცხელია ნაპოლის ხელმღვანელებთან ვერ თანხმდება – ქართველი ვარსკვლავი კლუბის შეცვლასთან ახლოსაა დასახელდა მთავარი პრობლემა, რის გამოც კვარაცხელია ნაპოლის ხელმღვანელებთან ვერ თანხმდება – ქართველი ვარსკვლავი კლუბის შეცვლასთან ახლოსაა » დროული ინფორმაცია დასახელდა მთავარი პრობლემა, რის გამოც კვარაცხელია ნაპოლის ხელმღვანელებთან ვერ თანხმდება – ქართველი ვარსკვლავი კლუბის შეცვლასთან ახლოსაა

დასახელდა მთავარი პრობლემა, რის გამოც კვარაცხელია ნაპოლის ხელმღვანელებთან ვერ თანხმდება – ქართველი ვარსკვლავი კლუბის შეცვლასთან ახლოსაა

23-11-2024
289
Aa

გამოცემა Sky Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის ხელმძღვანელებს შორის ახალი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება ვერ ხერხდება.


მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურების საკითხი დროებით მეორე პლანზე გადაიწია, მთავარი უთანხმოება გამოსასყიდ თანხას ეხება. კვარას აგენტი ითხოვს, რომ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო ჩაიწეროს, მაშინ როდესაც ნაპოლის ხელმძღვანელები 100 მილიონზე არიან დაჟინებულნი.


რაც შეეხება ფეხბურთელის ანაზღაურებას, ნაპოლი ხვიჩას 6 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ მისი აგენტი 8 მილიონს მოითხოვს. თუმცა, მთავარი განხილვის საგანი კვლავ გამოსასყიდ თანხის ოდენობაა.


ამ უთანხმოებას ევროპული გრანდები აქტიურად აკვირდებიან. Sky Sport-ის ინფორმაციით, კვარაცხელიას შეძენით პსჟ, ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი არიან დაინტერესებულნი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველის უნიკალურობასა და პოპულარობას ფეხბურთის მსოფლიო ბაზარზე.


შესაძლოა, ამ გუნდებმა კვარაცხელიას ტრანსფერისთვის ბრძოლა უკვე ახლო მომავალში დაიწყონ


FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული